пятница, 10 июля 2009 г.

გაკვეთილის გეგმა

პედაგოგის გვარი და სახელი
კობაიძე ლელა
გაკვეთილის თემა
აღდგომა ამერიკაში
სწავლების საფეხური დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
მე-6 კლასი
რელიგია, ინგლისური, ინფორმატიკა
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა-24
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, ურთიერთთანამშრომლობის, ორგანიზების, თემასთან დაკავშირებულ ლექსიკის გამდიდრებისა და პრეზენტაციის უნარის გამომუშავება.
მოსწავლეები შეძლებენ ინფორმციის მოძიებას სხვადასხვა წყაროებიდან, შეიძენენ გარკვეულ ურთიერთთანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი ინდიკატორები:
მოსწავლე იძენს ლექსიკურ მარაგს, თვითონ სვამს და პასუხობს კითხვებს, ლაპარაკობს ნაცნობ თემატიკაზე, კითხულობს, თარგმნის და იგებს ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ შემეცნებით ტექსტს. მოსწავლე ტექსტში პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას., წერს სააღდგომო მისალოც ბარათს , იყენებს სათანადო გამოთქმებსა და თავაზიან ფორმებს .მოსწავლე აცნობიერებს , მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზებს. მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას (სახელმძღვანელო,ინტერნეტი) ახდენს მოძიებული მასალის დახარისხებას და ამზადებს ვიზუალურად საინტერესო სააღდგომო სუვენირებს . მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან. მსჯელობს მათთან (პრობლემის გადაჭრა, ფუნქციების განაწილება) ითვალისწინებს სხვის რჩევებს, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში. მოსწავლე პარალელებს ავლებს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის. კერძოდ ქართულ და ამერიკულ რელიგიას შორის, პოულობს მსგავსებას განსხვავებას.
თანამიმდევრობა გაკვეთილის მსვლელობა. დრო 90წთ. (დაწყვილებული გაკვეთილი)
აქტივობა 1. გონებრივი იერიში- რა ვიცით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ. 5 წთ. 2.მოსწავლეთა ორგანიზება, კლასის დაყოფა 4 ჯგუფად (5 წთ.) და დავალების მიცემა (დავალებაზე სამუშაოდ ჯგუფებს ეძლევათ 50 წთ) I ჯგუფი_ სააღდგომო მოთხრობები, ისტორიები, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია.) II ჯგუფი- სააღდგომო ნამცხვრები (რეცეპტებით) ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია. III ჯგუფი- სააღდგომო საჩუქრები, სუვენირები, ინტერნეტში მოძიება და მსგავსი სუვენირების დამზადება. IV-ჯგუფი სააღდგომო ტრადიციები ამერიკასა და საქართველოში- ინტერნეტში მოძიება.
შეფასება
(7-წუთი)
შეფასება ხდება პრეზენტაციის რუბრიკით.
მისალოცებისა და სააღდგომო სუვენირების შეფასება ხდება მათი ვიზუალური შეხედულების მიხედვით.
ტექნიკა- 8 კომპიუტერი .
ინტერნეტ რესურსები: ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები


შეფასების კრიტერიუმი
პრეზენტაცია 15%
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა 35%
შემაჯამებელი სამუშაოები 30%
საშინაო დავალება 20%
პრეზენტაცია
• აზრის ჩამოყალიბება
• კომუნიკაციის უნარი
• შემოქმედებითი უნარიაქტივობები
• აუდიტორიასთან ურთიერთობა•
შესაბამისი ტერმინების ფლობა
• მონაცემების სხვადასხვაგვარი საშუალებით წარმოდგენა
• კვლევის შედეგების პრეზენტაცია
• საშინაო დავალების პრეზენტაცია
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
• კვლევითი უნარ-ჩვევები
• თანამშრომლობის უნარი
• ყურადღების მობილიზების უნარიაქტივობები
• შესწავლილი საკითხების თაობაზე ვარაუდის შეთავაზება
• განხილული მოვლენებისა და პროცესებისადმი საკუთარი აზრის გამოხატვა
• უსაფრთხოების წესების დაცვა
შემაჯამებელი სამუშაო
• მიღებული ცოდნის ანალიზის,შეჯამების და დასკვნების უნარი
• მიღებული ცოდნის დაკავშირება კონკრეტულ საკითხებთან
• წერითი უნარ-ჩვევები
• ნამუშევრის ორგანიზებულობა
• დროის სწორად გარსაზღვრა და ლიმიტის დაცვის უნარი
აქტივობები
• მიცემული დავალების შესრულება
• დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს შესრულება
• ტესტური დავალების შესრულება
საშინაო დავალება
• ინფორმაციის მოპოვების უნარი
• შესრულებული ნამუშევრების ორგანიზების უნარი
• დაკვირვებუისა და აღწერის უნარი
• წერითი უნარ-ჩვევები
• შემოქმედობითობის უნარი
აქტივობები
• შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
• წერითი სამუშაო
• საშინაო დავალებების შესრულების სისტემატურობა
• სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენება
• მარტივი კვლევა

Комментариев нет:

Отправить комментарий